Lorem Ipsn gravida nibh vel velit auctor aliquet.Aenean sollicitudin, lorem quis bibendum auci elit consequat ipsutis sem nibh id elit

FOLLOW ME

TWITTER GPLUS FACEBOOK BEHANCE PINTEREST

NEW VIRTUAL EXHIBITON

“UNKNOWN PARJIANI”

MAY 22.2020 – JUNE 22.2020

ირაკლი ფარჯიანი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში

IRAKLI PARJIANI IN GEORGIAN MUSEUM OF MODERN ART

ნინია ახვლედიანი – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის  ხელმძღვანელი
(Communications Executive, Georgian Museum of Fine Arts)
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ირაკლი ფარჯიანის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპოზიციო სივრცეა. ჩვენს მუდმივმოქმედ კოლექციაში დაცულია მხატვრის 44 ნამუშევარი, ფონდში კი 27. ეს არის სამუზეუმო სივრცეში არტისტის ყველაზე მდიდარი კოლექცია მსოფლიოს მასშტაბით, შესაძლოა, კერძო კოლექციებს შორისაც. 

ირაკლი ფარჯიანის ფიგურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართულ სახვით ხელოვნებაში. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. ალბათ ბედისწერაა, რომ არტისტს სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არასდროს ჰქონია. მისი გარდაცვალებისას, თბილისის ცენტრში ტყვიების ხმა ისმოდა და სიმბოლურია, რომ სწორედ იმ დღეს დაიწვა “მხატვრის სახლიც” (23 დეკემბერი, 1991 წელი). 

ფარჯიანის უნიკალური ხელწერა აღიარა მსოფლიომ. გადმოცემით ვიცი, რადიო “ამერიკის ხმამ” - პრაღის ბიურომ მაშინ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ამ სიტყვებით აუწყა მსმენელს: “გარდაიცვალა დიდი ქართველი მხატვარი - ირაკლი ფარჯიანი.” ევროპამ მაშინ უკვე იცოდა, რომ ირაკლი მსოფლიო მხატვრობაში დიდი მოვლენა იყო. 

წელს მას 70 წელი უსრულდება და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვუამბოთ მასზე, ვაჩვენოთ მისი ხელოვნება და რაც შეიძლება მეტ დამთვალიერებლამდე მივიტანოთ  ფარჯიანის უნიკალური მემკვიდრეობა.  მის 70-ე დაბადების დღეზე, 22 მაისს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდი გეგმავდა არტისტის მასშტაბურ გამოფენას, სოფო ფარჯიანის კურატორობით. პანდემიის გამო, ირაკლი ფარჯიანის ახალი ექსპოზიციის მოწყობა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში რამდენიმე თვით გადაიდო. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ექპსოზიცია დღის შუქს წლის ბოლოს მაინც იხილავს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დაფუძნდა ირაკლი ფარჯიანის ფონდი, ჩაეშვა მხატვრის ახალი ვებგვერდი და საიუბილეო წლის განმავლოვბაში რამდენიმე ვირტუალური გამოფენა იგეგმება. მათ შორის - ირაკლის პორტრეტების ონლაინ ექსპოზიცია, რომლის იდეის ინსპირაცია ჯგუფმა “მუზეუმი სახლიდან” მომცა."
“Irakli Parjiani’s hall is one of the seminal spaces at the Georgian Museum of Fine Arts. Our permanent collection and repository boast 44 and 27 of his works, respectively—making up the artist’s richest collection in any given museum, maybe even in any private collection.

Irakli Parjiani is a figure of immense importance in Georgian visual arts. And even though he died at a very young age, his artistic legacy is extremely rich and diverse. As fate would have it, he never had a single solo exhibition in his life. As he was dying, gunfire filled the air in Tbilisi, and it is only symbolic that, on the day of his death—December 23, 1991—the Artist’s House burned down.

Parjiani’s unique signature style has been hailed throughout the world. Word has it that the Prague Office of Voice of America announced the sad news of his death as follows: “The great Georgian artist Irakli Parjiani has passed away.” Back then, Europe already appreciated Irakli Parjiani’s phenomenal place in world arts.

This year, he would turn 70, and we are committed to telling more and more people about him, introducing them to his art, and sharing Parjiani’s unique legacy with as many visitors as possible. To celebrate the artist, on his 70th birthday, May 22, the team of the Georgian Museum of Fine Arts planned an extensive exposition curated by Sopo Parjiani. Because of the pandemic, however, Irakli Parjiani’s new exposition has been put off for a few months. Yet we certainly hope that the exposition will see the light of day at least before the end of this year. Equally importantly, Irakli Parjiani Foundation has been established, the artist’s new website has been launched, and several virtual exhibitions are scheduled throughout the year, including an online exposition of Irakli’s portraits, an idea inspired by the Museum from Home group.”

LATEST NEWS / ARTICLES

ძველი მეხსიერების თანამედროვე ხელოვანი

ირაკლი ფარჯიანი მუზეუმში

გამოფენა „აბასთუმნის შობა“

The Post-Modernist Scriptor

@irakliparjiani 2020

This function has been disabled for IRAKLI PARJIANI.