Lorem Ipsn gravida nibh vel velit auctor aliquet.Aenean sollicitudin, lorem quis bibendum auci elit consequat ipsutis sem nibh id elit

FOLLOW ME

TWITTER GPLUS FACEBOOK BEHANCE PINTEREST

გამოფენა „აბასთუმნის შობა“

Home  /  გამოფენა „აბასთუმნის შობა“

ირაკლი ფარჯიანი „ბაია გალერეაში“ გამოფენაზე „აბასთუმნის შობა“

1466283_883082651724796_7830028262386214813_n

უკვე 27 წელია, გალერეის დაარსებიდან დღემდე,  წელიწადში ორჯერ – მაისში და დეკემბერში „ბაია გალერეა“ ირაკლი ფარჯიანს ეთმობა. მხატვრის დაბადების და გარდაცვალების თარიღს აღვნიშნავთ  პერსონალური გამოფენით ან ჯგუფურ ექსპოზიციაში მისი მონაწილეობით. 2020 წელი _  ფარჯიანის საიუბილეო წელია, 22 მაისს  მას 70 წელი შეუსრულდებოდა;  წელს კი, 23 დეკემბერს, მხატვრის გარდაცვალებიდან 28 წელი შესრულდება. გალერეა მისი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ გაიხსნა და იმ დროიდან ფარჯიანი გალერეის მხატვრად მოიაზრება. მისი ნამუშევრები ყოველთვის არის გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში. 20 – ზე მეტი გამოფენა ჩვენს გალერეაში, 2 კატალოგი, კერძო კოლექციებში აღმოჩენილი მხატვრის 100 – ზე მეტი უცნობი ნამუშევარი, ფასების უმაღლესი რეიტინგი, შემოქმედების კვლევა და პოპულარიზაცია, ლონდონის სოთბის სააუქციონო სახლის გამოფენებზე წარდგენა (გამოფენა „გზაჯვარედინი“ 2013 – 2014წწ.), სხვადასხვა სივრცეებში ჩვენ მიერ მოწყობილი გამოფენები (გამოფენა „ბერლინის ციკლი, ოდისევსის მოგზაურობა, საბავშვო ბიბლია“ _ ახალი გალერეა, 2011; „ირაკლი ფარჯიანი. საიუბილეო წელი _ 65“ („მარკოზის და იოანეს სახარება“. პირველი ექსპონირება. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი _ ხელოვნების სასახლე, 2015) _ ყველაფერი ეს გალერეის და მხატვრის მრავალწლიანი წარმატებული  „თანამშრომლობის“ შედეგია, მხატვრის  გზის ის მონაკვეთი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ გრძელდება…

 

ირაკლი ფარჯიანი მე – 20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა, 1980 -იანი წლების  “უნებლიე” ლიდერია, რომელმაც  თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში მას უკავშირდება რელიგიური მხატვრობის გაწყვეტილი ტრადიციის რეაბილიტაცია და ტრანსფორმაცია. მისი შემოქმედების  ყველა დინება, მოტივი, თემა, პერსონაჟი თუ  სმიბოლოთა სისტემა, საბოლოოდ, რელიგიურ მხატვრობაში იყრის თავს და ეს მიმართულება მისი შემოქმედების საავტორო მოდელს ქმნის.  ამ პერიოდის ქართულ მხატვრობაში  მან თანამედროვე ნაკადი, აბსტრაქციისა და ფორმის მოდიფიკაციის საკუთარი სქემა შემოიტანა. ეს იყო განსაცვიფრებელი ფიგურა ქართულ ხელოვნებაში_  ტრადიციული და თანამედროვე კულტურის სისტემების გამაერთიანებელი, სამყაროს შესახებ ფარული ცოდნის მატარებელი, მეტაფიზიკურ ლანდშაფტებში  „მოგზაური“,  სიკვდილ- სიცოცხლის მარადიული თემის,  სიმბოლოების და სიზმრების ინტერპრეტატორი. მან მოახერხა, მე-20 საუკუნის 80 – იანი წლების საზარელ რეალობაში შეექმნა სამყარო, გამსჭვალული ფარული ტრაგიზმით, მისტიციზმით, ამაოების გარდაუვალობით და, ამავე დროს,  სიცოცხლის სადღესასწაულო პრეზენტაციით, სინათლის და მშვენიერების იმ კატეგორიებით, რომელიც მუდამ მარადიულ ფასეულობებს უკავშირდება.

2019 წლის 25 დეკემბერს „ბაია გალერეა“ კიდევ ერთხელ წარმოადგენს ირაკლი ფარჯიანს გამოფენით „აბასთუმნის შობა“.

გამოფენა "აბასთუმნის შობა" იდეის ავტორი და კურატორი 
ბაია წიქორიძე

"ბაია გალერეა" დამფუძნებელი, დირექტორი
@irakliparjiani 2020

This function has been disabled for IRAKLI PARJIANI.