Lorem Ipsn gravida nibh vel velit auctor aliquet.Aenean sollicitudin, lorem quis bibendum auci elit consequat ipsutis sem nibh id elit

FOLLOW ME

TWITTER GPLUS FACEBOOK BEHANCE PINTEREST

გაცოცხლებული სახარებები

Home  /  გაცოცხლებული სახარებები

ირაკლი ფარჯიანი გაცოცხლებული სახარებები - 19.04.2023 - 23.04.2023

გამოფენის მასპინძელი: კულტურის ცენტრი ATINATI’S
იდეა – სოფიო ფარჯიანი
პროექცია / ანიმაცია – ირაკლი ზარაბიშვილი
მუსიკა – ნიკა მაჩაიძე (ძველ სვანურ საგალობლებზე დაფუძნებული კომპოზიცია)
გახსნა: 18:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 19.04.2023 – 23.04.2023

ATINATI’S კულტურის ცენტრი ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეო-ინსტალაციას მასპინძლობს, რომელიც მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემაა. სახარებები რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა.
ფარჯიანის სახარებები შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს. ნამუშევრები უნიკალურია თავისი ფერებითაც, რადგან შესრულებულია ირაკლი ფარჯიანის მიერ მიგნებული სპეციალური ტექნიკით, რაც საღებავების თავისებური დამუშავებით ფერების მიღებას გულისხმობს.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ფარჯიანის სახარებების ზუსტი ასლი ვიდეო-ინსტალაციის სახით თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ნახოს.
ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 1980 – იანი წლებიდან მოყოლებული ქართული მხატვრობის ლიდერია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში რელიგიური მხატვრობის გაწყვეტილი ტრადიციის რეაბილიტაცია სწორედ მის სახელს უკავშირდება.


@irakliparjiani 2020

This function has been disabled for IRAKLI PARJIANI.